ჩვენ შესახებ
კომპანია სტეპლაინი გთავაზობთ ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქციის და მასალების უდიდეს არჩევანს, როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისათვის.
თქვენი სახლის, თუ დაწესებულების ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გთავაზობთ აივნების და ვერანდების შემინვას, ფარდულებს, პანორამული ფანჯრების სისტემებს და ფერგოლა სისტემებს.
ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, კომპანისს დასაბამიდან, ალუმინის მოაჯირების მოდელირება და მონტაჟია. ასევე ვამზადებთ მოაჯირებს და ხელსაკიდებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
დღეისთვის, ზემოაღნიშნულის გარდა, ასევე ვმუშაობთ საშხაპე და ტუალეტის კაბინების, კარადა-კუპეების, ალუმინის კარნიზების და ფეხსაწმენდების დიზაინსა და მონტაჟზე.
ორგანიზაციებს და დაწესებულებებს ვთავაზობთ ავტომატური კარებების სისტემებს, ტურნიკეტებს, საოფისე ტიხრებს, სავაჭრო დახლებს და სამედიცინო ავეჯს.
ასევე ვამზადებთ მრავალფეროვან სარეკლამო პროფილებს, სტენდებს და ლაითბოქსებს.
დაგვიკავშირდით და ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ და შემოგთავაზებთ ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ ვარიანტს.
დეტალების და მასალის ფართო არჩევანი დაგეხმარებათ შეარჩიოთ კონსტრუქცია თქვენი გემოვნების მიხედვით. ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უფასოდ შევასრულებთ გაზომვებსა და გამოთვლებს ნებისმიერი კონსტრუქციებისათვის.