მოაჯირები

მოაჯირების მოდელირება და მონტაჟი კომპანია სტეპლაინის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კომპანიის დასაბამიდან. ბოლო 12 წლის განმავლობაში ასობით კერძო, საჯარო და კომერციულ სივრცეებში განვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები. 


დღეისთვის გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიის კომპონენტებისგან შემდგარი სისტემების ფართო არჩევანს, როგორც ალუმინის მოაჯირებს, ასევე მინის ბალუსტრადებს და კომბინირებულ მინა-ალუმინის სისტემებს. 

‣ მოსახერხებელია როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მოსაპირკეთებლად, კიბეებზე, ტერასებზე და აივნებზე; 

‣ სისტემების დიზაინის ფართო ასორტიმენტი;

‣ ალუმინის კომპონენტების ფერების დიდი არჩევანი და  რაც საშუალებას გვაძლევს მოაჯირის სისტემა თქვენი ინტერიერის თუ ექსტერიერის ესთეტიკას მოვარგოთ;

‣ სერტიფიცირებული სტრუქტურული მაჩვენებლები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ უსაფრთხოებას, რაც ნიშნავს რომ ჩვენი სისტემები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კერძო, ასევე საჯარო სივცეებში; 


დაგვირეკეთ, ან მოითხოვეთ ზარი და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან საჭირო კონსტრუქციის შერჩევაში. ჩვენი ხელოსნები ადგილზე ჩაატარებენ აზომვით სამუშაოებს და შემოგთავაზებენ საუკეთესო გადაწყვეტილებას თქვენი სივრცისთვის.



ალუმინის მოაჯირები

მინის ბალუსტრადები

ალუმინის და მინის სისტემები